Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: ამ კვირაში კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი გვექნება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიმდინარე კვირაში უკვე ექნება კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი. მინისტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეს მედიკამენტი უფასო იქნება ყველა იმ პაციენტისთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს.

"ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, "პფაიზერის" შექმნილი - "პაქსლოვიდი". მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება და ყველა, ვინც შეიძლება პოტენციურად დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებები აქვს, უფასოდ დაურიგდებათ და იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში", - თქვა მინისტრმა.

მან არ დაასახელა, კონკრეტულად რამდენი დოზა და რა ღირებულების მედიკამენტები შემოვა საქართველოში. მინისტრის თქმით, ქვეყანას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG