Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარიუპოლამდე აპირებს ჰუმანიტარული მისიის ჩაცილებას


ნიკოს დენდიასი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ნიკოს დენდიასი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ მას სურს პირადად გაჰყვეს ჰუმანიტარულ მისიის მარიუპოლამდე, სადაც ათასობით ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს, რუსული ჯარებით გარშემორტყმულ ქალაქში.

დენდიასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის პრიორიტეტი მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ეთნიკური ბერძნების დაცვაა და დასძინა, რომ მან ჰუმანიტარული მისიის შესახებ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას უკვე აცნობა.

"მე პირადად ვაპირებ ვუხელმძღვანელო ამ ჰუმანიტარულ მისიას", - განუცხადა მან ჟურნალისტებს მარიუპოლში საბერძნეთის გენერალურ კონსულთან, მანოლის ანდროულაკისთან შეხვედრის შემდეგ. იგი ევროკავშირის წარმომადგენელი ბოლო დიპლომატმა, რომელიც ამ კვირაში დატოვებს ქალაქს.

დენდიასის თქმით, ჰუმანიტარული მისია წითელ ჯვართან კოორდინაციით მოხდება.

მარიუპოლში, ქალაქში, რომლის მოსახლეობა ომამდე 400 000-ზე მეტი იყო, ისტორიულად მრავალი ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა ქალაქზე თავდასხმა დაიწყო მარიუპოლში სულ მცირე 10 ეთნიკური ბერძენი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, მარიუპოლის რეგიონიდან ევაკუირებულია საბერძნეთის 150-ზე მეტი მოქალაქე, გემის ეკიპაჟების წევრები და ასევე ადგილობრივი ეთნიკური ბერძნები.

XS
SM
MD
LG