Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ეკლესიამ გაამარტივა მის იურისდიქციაში გადასვლა


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გაამარტივა მის იურისდიქციაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი სასულიერო პირების და მრევლის გადასვლის პროცესი.

სინოდის თანახმად, საუბარია მათზე, ვინც დღემდე მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია, მაგრამ აცნობიერებს კანონიკურ და მოქალაქეობრივ ვალს და ეძებს გზებს, რათა ჩამოშორდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ომს უკრაინაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი უკრაინელი სასულიერო პირების ნაწილი ლოცვისას აღარ მოიხსენიებს რუსეთის პატრიარქ კირილეს, ნაწილმა კი, უკვე გადაწყვიტა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება. სინოდი განმარტავს, რომ მღვდელმსახურები, მონასტრები და მრევლი, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანების სურვილს გამოთქვამენ, მის შემადგენლობაში შეინარჩუნებენ ეპარქიის სტატუსს.

2018 წელს, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 2019 წელს კი, მისი ავტოკეფალია ოფიციალურად აღიარა მსოფლიო პატრიარქმა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლაზე უარი თქვა ეპარქიების ნაწილმა, რომელიც დღემდე რჩება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG