ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პროექტების მხარდაჭერის გამო 2021 წლის დეკემბრიდან რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოების სულ მცირე ასმა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური ,- ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროთან დაკავშირებულმა წყაროებმა რადიოსადგურ შეატყობინეს, რომ ვოლგოგრადში 17-მა თანამშრომელმა დაკარგა სამუშაო ადგილი პოლიტიკური მიზეზების გამო. იაროსლავის რეგიონში 30 - ზე მეტ თანამშრომელი დაითხოვეს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, პერმში - 22-ი, ტომსკის რეგიონში-თითქმის 30-ი, კიდევ რამდენიმე პოლიციელი კალუგის, ვორონეჟის, სვერდლოვსკის და ტიუმენის რეგიონების ქვედანაყოფებიდან გაათავისუფლეს.
როგორც ნიჟნი ტაგილის ოპერატიულმა თანამშრომელმა ანდრეი კურაევმა განუცხადა გამოცემას, ახლა მან ნაცნობებისგან იცის, რომ მისი გათავისუფლება ნავალნის ხელმოწერებს უკავშირდება. "მაგრამ იანვარში ყველა დუმდა ნამდვილი მიზეზების შესახებ. ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული, უფროსებმა არც იცოდნენ რა ხდებოდა. თვითონ გამიხმეს განზე და მეკითხებოდნენ, თუ რა ჩავიდინე“, - ამბობს კურაევი.
გამოცემის თანახმად, რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ ააშკარავებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნავალნის პროექტებს. BBC აღნიშნავს, რომ მათი ყველა თანამოსაუბრის ელექტრონული ფოსტის მისამართები "ჭკვიანი ხმის მიცემის" მონაცემთა ბაზაში ინახება.
2021 წლის დეკემბერში, ტელეკომპანია „დოჟდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, 14 პოლიციელის გათავისუფლების შესახებ, რომლებმაც გაიზიარეს ან მოიწონეს ალექსეი ნავალნის პროექტები და პოსტები. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში პოლიციელების მასობრივი გათავისუფლების შესახებ იუწყებოდა საიტი „სიბირ.რეალიი“. კერძოდ, სამსახური დაკარგა ტომსკის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა. სავარაუდოდ, ინფორმაციის ძირითადი წყარო გახდა საიტ free.navalny.com-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც საჯარო სივრცეში 2021 წლის აპრილში ხელმისაწვდომი გამოჩნდა.
2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სტრუქტურები ექსტრემისტულად აღიარა.
ამჟამად ალექსეი ნავალნი ვლადიმირის რაიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდის სასჯელს, ერთი დღით ადრე სასამართლომ მას 9 წლიანი მკაცრი რეჟიმი მიუსაჯა თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით.