საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ საქართველოში უკრაინის დაახლოებით 20 ათასი მოქალაქეა. მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეებს.
"თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები. მათი რაოდენობა თითქმის 20 ათასია, ეს არის ზოგადი რიცხვი. ეს რიცხვი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ხვალ, 24 მარტს რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გადის. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა უკრაინაში მდებარე საავადმყოფოები, სამშობიაროები, საცხოვრებელი სახელები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.