Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები რუსეთის ნაცვლად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე


წყალბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რუსეთის ნაკრების ნაცვლად, საქართველო ითამაშებს. საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ორგანიზაციამ (FINA) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, უკრაინასთან ომის გამო, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა. შესაბამისად, რუსეთის წყალბურთის ნაკრებს ჩამოერთვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, რომელიც 2020 წელს მოიპოვა, ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გასვლით.

ქართველი ქომაგებისთვის გასახარი ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია FINA-ს, მაგრამ ევროპული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ დღეებში გამოცხადდება.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეათე ადგილით დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურამდე ცოტა დააკლდა. მეცხრეადგილოსან გერმანიას მუნდიალი განაღდებული აქვს და FINA-ს სანქციის შედეგად გამოთავისუფლებული ადგილი ქართველებს ერგებათ.

XS
SM
MD
LG