Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Unicef: უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა


გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი - დაახლოებით 7.5 მილიონიდან 4.3 მილიონი იძულებით გადაადგილებულია.

ორგანიზაციის ცნობით, მათგან 1.8 მილიონი ბავშვი მეზობელ ქვეყნებში გაიქცა, ხოლო 2.5 მილიონი უკრაინის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული.

„ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი შედეგები მომავალი თაობებისთვის. უწყვეტი საზარელი ძალადობის გამო ბავშვთა უსაფრთხოება, კეთილდღეობა და არსებით სერვისებზე ხელმისაწვდომობა საფრთხის ქვეშაა“, - აღნიშნა Unicef-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთრინ რასელმა.

Unisef-ის ინფორმაციით, დაახლოებით 1.4 მილიონ უკრაინელს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და 4.6 მილიონს აქვს წყლის მხოლოდ შეზღუდული მარაგი.

დღეს, 24 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG