Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია არ აპირებს რუსეთისგან გაზი რუბლით შეიძინოს

კომპანია „Latvijas gāze"-ის ხელმძღვანელის, აიგარს კალვიტისის განცხადებით, ლატვია რუსეთისგან გაზს რუბლით არ შეიძენს. მისი განმარტებით, კონტრაქტის თანახმად, „ევროს გარდა ანგარიშსწორებისთვის სხვა ვალუტით გადახდის შესაძლებლობა არ განიხილება".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდებოდათ.

ევროპა ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტს იღებს რუსეთისგან და ამისთვის დღეში 200-დან 800 მილიონ ევრომდე იხდის.

პუტინმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მთავრობას ერთი კვირა მისცა, რათა მათ მონახონ გზები საფასურის რუსულ ვალუტაში გადასახდელად. კომპანია „გაზპრომსაც“ დაევალა, რომ შეცვალოს კონტრაქტები ამ ნაბიჯის განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG