Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ჩვენ პასუხს გავცემთ პუტინს, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს


თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ამას აშშ-ის მხრიდან პასუხი მოჰყვება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ პასუხს გავცემთ, თუ იგი იარაღს გამოიყენებს. პასუხის ხასიათი დამოკიდებული იქნება გამოყენების ხასიათზე“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ არ შეუძლია წარმოადგინოს რუსეთის მხრიდან მსგავსი იარაღის გამოყენების თაობაზე დაზვერვისგან მიღებული ინფორმაცია.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააძლიერებს თავის ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვის სისტემებს იმ საფრთხის გამო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენებას უკავშირდება.

გარდა ამისა, ალიანსი უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხისგან თავის დასაცავად გამოიყენება.

XS
SM
MD
LG