Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: კაცობრიობა დგას იმ ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას შეეხო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

24 მარტს მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიება გაიმართა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს​ ცნო.

XS
SM
MD
LG