Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მოციგურავეებმა სპორტულ წყვილებში მეოთხე ადგილი დაიკავეს მსოფლიოს ჩემპიონატზე


ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებს კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საპრიზო სამეულამდე სულ ცოტა დააკლდათ, სპორტულ წყვილებში. თვრამეტი წლის საფინა და ცხრამეტი წლის ბერულავა უფროსებს შორის მსოფლიოს კონკურენციაში პირველად ჩაებნენ და მოკლე პროგრამაში თავიანთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს - ჟიურისგან მიღებული 67.36 ქულით, თოთხმეტ წყვილს შორის მეოთხე ადგილზე გავიდნენ. თავისუფალ პროგრამაში კი პირად რეკორდს ვერ შესწვდნენ, 124,38 ქულას დასჯერდნენ და საერთო ქულებით (191.74) მეოთხე პოზიციაზე დარჩნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე დაიწყო ქალთა და მამაკაცთა ინდივიდუალურ პროგრამებშიც. ყინულზე თითოჯერ უკვე გავიდნენ ანასტასია გუბანოვა და მორის ყვითელაშვილი და ორივემ მოიპოვა ფინალის საგზური. გუბანოვამ მოკლე პროგრამა მეთოთხმეტე ადგილით დაასრულა, ყვითელაშვილმა - მეშვიდე ადგილით.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად იღებს მონაწილეობას სრული გუნდით. მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილი ყინულზე ცეკვებში ჩაებმება მსოფლიოს კონკურენციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG