Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ცნობა დუმის სპიკერმა უარყო


რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.

"მინდა, დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება", - წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.

მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სენატორმა ალექსანდრე პრონიუშკინმა.

75 წლის ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. უკანასკნელ დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG