Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს საჰაერო ბაზებს რუსეთში, ბელარუსსა და ყირიმში

რუსეთში, სარატოვთან მდებარე აეროდრომი, რომელსაც მოსკოვი სავარაუდოდ იყენებს უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების განსახორციელებლად.
რუსეთში, სარატოვთან მდებარე აეროდრომი, რომელსაც მოსკოვი სავარაუდოდ იყენებს უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების განსახორციელებლად.

რუსეთი სავარაუდოდ 30-ზე მეტ ბაზას იყენებს უკრაინაზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად. ზოგი მათგანი ბელარუსსა და ყირიმში მდებარეობს. ამის შესახებ სატელიტური ფოტოების ანალიზის შედეგად გახდა ცნობილი.

რუსეთი ცაში დიდ უპირატესობას ფლობს მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ უპირატესობას კრემლი სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურების დასაბომბად და საჰაერო დესანტის გადასასროლად იყენებს.

მიიჩნევა, რომ რუსეთი დღეში 200-მდე ფრენას ახორციელებს. უკრაინა კი - სულ რაღაც რამდენიმეს. საბრძოლო თვითმფრინავების მიერ გასროლილი რაკეტები და ბომბები ანგრევენ ქალაქებს და ხოცავენ ასობით - უფრო სავარაუდოდ კი, ათასობით - სამოქალაქო პირს.

„რუსეთმა უკრაინის ცა აქცია ათასობით ადამიანის სიკვდილის წყაროდ“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 მარტს, როდესაც შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვდა თავისი ქვეყნის საჰაერო თავდასხმებიდან დაცვაში.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს უკრაინის განადგურებულ ქალაქებს

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსები იწვის. 21 მარტი.
1/10 ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსები იწვის. 21 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
ამ სატელიტური ფოტოს ცენტრში ჩანს მარიუპოლის თეატრი, რომელიც რუსეთმა 16 მარტს დაბომბა. თეატრს ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს.
2/10 ამ სატელიტური ფოტოს ცენტრში ჩანს მარიუპოლის თეატრი, რომელიც რუსეთმა 16 მარტს დაბომბა. თეატრს ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
განადგურებული სახლები ნოვოსელოვკაში, ქალაქ ჩერნიგოვის მახლობლად. 21 მარტი.
3/10 განადგურებული სახლები ნოვოსელოვკაში, ქალაქ ჩერნიგოვის მახლობლად. 21 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
ჩერნიგოვში ნავთობის ტანკერი იწვის.
4/10 ჩერნიგოვში ნავთობის ტანკერი იწვის.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
მარიუპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტალაკოვკასთან განლაგებული საარტილერიო დანადგარები. 19 მარტი.
5/10 მარიუპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტალაკოვკასთან განლაგებული საარტილერიო დანადგარები. 19 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
ტანკები მარიუპოლის ქუჩებში.
6/10 ტანკები მარიუპოლის ქუჩებში.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსები იწვის.
7/10 მარიუპოლში საცხოვრებელი კორპუსები იწვის.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
კიევის მახლობლად მდებარე ირპენში განადგურებული სახლები. 21 მარტი.
8/10 კიევის მახლობლად მდებარე ირპენში განადგურებული სახლები. 21 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
კიევის მახლობლად მდებარე ანტონოვის აეროპორტთან განლაგებული არტილერია. 21 მარტი.
9/10 კიევის მახლობლად მდებარე ანტონოვის აეროპორტთან განლაგებული არტილერია. 21 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
„მაქსარის“ ექსპერტების თქმით, ეს ბელარუსის სოფელ დუბლინთან განლაგებული რუსეთის სახმელეთო ჯარია. 18 მარტი.
10/10 „მაქსარის“ ექსპერტების თქმით, ეს ბელარუსის სოფელ დუბლინთან განლაგებული რუსეთის სახმელეთო ჯარია. 18 მარტი.
ჩერნიგოვის, მარიუპოლისა და კიევის საცხოვრებელ უბნებს რუსეთის საჰაერო დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენა
Previous slide
Next slide

აშშ-მა ცალსახად განაცხადა, რომ მზად არ არის, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადოს, რადგან ეს „ნატოს ჯარების პოტენციურად რუსეთთან კონტაქტის ან კონფლიქტის შესაძლებლობას ქმნის“, რამაც ომი შეიძლება „ახალ დონეზე აიყვანოს“.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები 40-მდე საჰაერო ბაზიდან დაფრინავენ. ამის ანალიზი გააკეთა „სხემიმ“, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პროექტმა, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური UA: Pershy ტელევიზიასთან ერთად ახორციელებს. „სხემიმ“ შეისწავლა სატელიტური ფოტოები, რომლებიც კერძო ამერიკულმა კომპანია Maxar Technologies-მა გადაიღო.

უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ლვოვის რეგიონს რუსული თვითმფრინავები შავი ზღვიდან ესხმიან. რუსეთი აქტიურად იყენებს შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულის საჰაერო ბაზებს უკრაინის დასაბომბად, - უთხრა „სხემის“ ოლექსანდრ მისუენკომ, კიევის სამხედრო საკანონმდებლო კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ.

უკრაინულენოვანი რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის საჰაერო ბაზები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.
უკრაინულენოვანი რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის საჰაერო ბაზები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

მისი თქმით, „ტუპოლევის“ ბომბდამშენები, რომლებიც აღჭურვილია Kh-101 მართვადი რაკეტებით, ყირიმში არიან ბაზირებულნი. რუსეთმა ლვოვის, ვინიცისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები სწორედ Kh-101-ებით დაბომბა.

ბაზები ბელარუსში

რუსეთი ასევე შესაძლოა იყენებდეს 9 საჰაერო ბაზას თავისი უახლოესი სამხედრო მოკავშირის, ბელარუსის ტერიტორიაზე. სატელიტური ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ სამხედრო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობამ ამ ქვეყანაში მკვეთრად იმატა ომის დაწყების შემდეგ.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ შენიშნეს ბელარუსიდან აფრენილი „სუხოის თვითმფრინავები“, რომლებმაც საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინული წყაროების ცნობით, მათ ინფორმაციას ასევე აწვდიან ბელარუსი აქტივისტები, რომლებიც სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას „ტელეგრამში“ აღწერენ.

Su-34 ბომბდამშენები ბელარუსის ლიდის სამხედრო აეროდრომზე. 17 მარტი.
Su-34 ბომბდამშენები ბელარუსის ლიდის სამხედრო აეროდრომზე. 17 მარტი.

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ათობით თვითმფრინავი დაკარგა და, შესაძლოა, გამოცდილი პილოტების ნაკლებობასაც განიცდიდეს. უკრაინა აცხადებს, რომ ტყვედ ჩაიგდო სულ მცირე ორი რუსი პილოტი.

კიევი დასავლეთს ანტისაჰაერო იარაღს სთხოვს რუსეთის საჰაერო ოპერაციების შესაჩერებლად.

აშშ-მ უკრაინას მობილური სარაკეტო სისტემები მიაწოდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოსაგდებად. პოლონეთი და სლოვაკეთი კი განიხილავენ ქვეყნისთვის მიგ-29 რეაქტიული თვითმფრინავების მიწოდებას.

ავტორი: კირილო ოვსიანი

XS
SM
MD
LG