Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ამიერიდან "უკრაინელი გმირების" ქუჩა ეწოდება

რუსეთის ფედერაციის საელჩო პრაღაში
რუსეთის ფედერაციის საელჩო პრაღაში

პრაღის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის საელჩოს მახლობლად მდებარე კორუნოვაჩნის ქუჩის ნაწილს „უკრაინელი გმირების“ სახელი დაერქვას. ამის შესახებ გამოცემა Ceske Noviny წერს.

უახლოეს სარკინიგზო ხიდს უკრაინელი სამხედროს, ვიტალი სკაკუნის სახელს უწოდებენ. სკაკუნი 24 თებერვალს დაიღუპა, როცა ხიდი ააფეთქა რუსეთის არმიის წინ, რომელიც ქალაქ ხერსონისკენ მიიწევდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიტალი სკაკუნს სიკვდილის შემდეგ მიანიჭა „უკრაინის გმირის“ წოდება.

24 მარტს საღამოს ქალაქის საბჭოს წევრებმა პრაღის მმართველობას დაავალეს სახელების შეცვლის დამტკიცება.

ცვლილების შემდეგ რუსეთის საელჩო მდებარეობს ბორის ნემცოვის მოედანსა და უკრაინის გმირების ქუჩაზე, საელჩოს უკან მდებარე ხეივანი კი ანა პოლიტკოვსკაიას სახელს ატარებს.

2020 წლის 27 თებერვალს ქუჩას, რომელზეც რუსეთის ფედერაცია მდებარეობს, პრაღის ხელმძღვანელობამ სახელი შეუცვალა და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი დაარქვა. ამის შემდეგ რუსეთის საელჩომ გადაწყვიტა თავის ოფიციალურ მისამართად მიეთითებინა მის შენობასთან მდებარე სხვა ქუჩა, კორუნოვაჩნი, რომელსაც ახლა უკრაინის გმირების სახელი ეწოდება.

XS
SM
MD
LG