Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომა. შუაში: დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომა. შუაში: დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი.

თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ. უწყება იტყობინება, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი „ბარიაქტარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.

მომხდარის შესახებ რუსეთის მხარეს შეატყობინა მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ. ის იტყობინება აზერბაიჯანის არმიის წინსვლის შესახებ და ითხოვა, გაიზარდოს რეგიონში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი.

მოსკოვმა ბაქოს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯიანის თავდაცვის სამინისტრომ სინანული გამოთქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ცალმხრივი განცხადების“ თაობაზე. ბაქო იტყობინება, რომ 26 მარტს დილით სომხეთის სამხედროები შეეცადნენ დივერსია განეხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG