Accessibility links

site logo site logo

შონ პენი: თუ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ზელენსკის არ ჩართავენ, ჩემს „ოსკარს“ გადავადნობ


ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი და აქტივისტი შონ პენი მოუწოდებს ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, ბოიკოტი გამოუცხადონ წლევანდელ ცერემონიას, თუ მასში ვირტუალურად მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ მიიღებს.

„სიენენთან“ საუბრისას შონ პენმა თქვა: „თუ აკადემიამ გადაწყვიტა ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ნაცვლად ტყვიებსა და ბომბებს უმკლავდება“, მაშინ მთელი 94-ე დაჯილდოება იქნება, როგორც „ყველაზე უხამსი მომენტი ჰოლივუდის მთელ ისტორიაში“.

შონ პენმა, რომელიც ამჟამად პოლონეთიდან ახორციელებს უკრაინის ჰუმანიტარ დახმარებას, თქვა, რომ თუ კინოაკადემია ზელენსკის არ მიიწვევდა, ის გადაადნობდა თავის „ოსკარს“, რომელიც 2008 წელს, ფილმ „მილკში“ შესრულებული როლისთვის მიიღო.

ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოება 27 მარტს ჩატარდება. მას ემი შუმერი, რეჯინა ჰოლი და ვანდა საიკსი გაუძღვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG