Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი


საწვავის გაძვირების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა. აქციის მონაწილეების ცნობით, დაკავებულია 16-მდე ადამიანი.

აქცია საწვავის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ და მოძრაობა გადაკეტეს. მცირეხნიანი მიტინგის შემდეგ კი დემონსტრანტებმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს, რამაც მძღოლების დაპირისპირება გამოიწვია.

შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს. "აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მოთხოვნებია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს. რამდენიმე მონაწილის თქმით, ხვალ ფინანსთა მინისტრთან ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციის მონაწილეები ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG