Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ მაკედონიამ ქვეყნიდან ხუთი რუსი დიპლომატი გააძევა


ბუჯარ ოსმანი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი გააძევა ისეთი საქციელის გამო, რომელსაც სკოპიემ „დიპლომატისთვის შეუფერებელი“ უწოდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მარტს განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების ნოტა ბალკანეთის ამ ქვეყანაში რუსეთის ელჩ სერგეი ბეზდნიკინს გადაეცა.

ხუთივე დიპლომატს, რომელთა სახელები არ მჟღავნდება, ხუთი დღე მიეცა ქვეყნის დასატოვებლად. სხვა არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩრდილოეთი მაკედონია შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჩრდილოეთ მაკედონიიდან რუსი დიპლომატების გაძევების პირველი შემთხვევა, რასაც მოსკოვის მხრიდან შესაბამისი რეაქცია ახლავს.

ცალკეული ინციდენტების შედეგად 2021 წელს ჩრდილოეთ მაკედონიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ორი წლით ადრე კი რუსი დიპლომატი სკოპიედან გააძევეს „შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა" და დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის გამო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სოსლბერიში, ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილის მოწამვლის საქმეში, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG