უკრაინის საელჩომ ისრაელში დაადასტურა, რომ თელ-ავივთან მდებარე ქალაქ ბნეი ბრაკში, 29 მარტს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლული 5 ადამიანიდან 2 უკრაინელი იყო.
საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ისრაელის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ტერაქტისას დაიღუპნენ 23 და 32 წლის უკრაინელები, რომლებიც თავდასხმის ადგილას, სასურსათო მაღაზიის შესასვლელთან ისხდნენ. მაღაზიასთან ცეცხლი გახსნა ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა. თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს.
ისრაელის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 წლის პალესტინელი იყო. ქვეყნის მთავრობამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
დაწერეთ კომენტარი