Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში Pussy Riot-ს აქტივისტი აიძულეს ლუკაშენკას მხარდამჭერი ვიდეო ჩაეწერა


საინფორმაციო პორტალის, „მედიაზონის“, ინფორმაციით, ოპოზიციური მოძრაობა Pussy Riot-ის წევრი რიტა ფლორესი მინსკში დააკავეს და აიძულეს ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარდასაჭერი ვიდეო ჩაეწერა.

ფლორესმა გამოცემას განუცხადა, რომ ის 26 მარტს ჩავიდა მინსკში. ოთხი დღის შემდეგ სასტუმროსთან ახლოს ბელარუსის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფლორესის თქმით, მას ფიზიკური ძალადობითა და ხანგრძლივი პატიმრობით დაემუქრნენ, გათავისუფლების პირობად კი ვიდეომიმართვის ჩაწერა მოსთხოვეს.
Pussy Riot-ის წევრის განცხადებით, აიძულეს ვიდეომიმართვაში ეთქვა, რომ ან მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას, ან მხარდაჭერას უცხადებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს, ბელარუსში საპროტესტო აქციები კი "მოსყიდული იყო". ფლორესმა ეს უკანასკნელი აირჩია.

მიმართვის ჩაწერის შემდეგ, აქტივისტს ძალით გადაუღეს კადრები ასოების Z და V-ს ფონზე (უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოები), შემდეგ გაათავისუფლეს და მოსთხოვეს სასწრაფოდ დაეტოვებინა ბელარუსი.

რიტა ფლორესი მოსკოვში შარშან ორჯერ დააკავეს და 15- დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალს სდებდნენ პოლიციელების მოთხოვნების შეუსრულებლობასა და „ნაცისტური“ სიმბოლოების საჯაროდ გამოყენებაში.

საპროტესტო ჯგუფის, Pussy Riot-ის, რამდენიმე წევრი რუსეთს "უცხოეთის აგენტების" სიაში ჰყავს შეყვანილი.

XS
SM
MD
LG