Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია კურილის კუნძულებს კვლავ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“ უწოდებს


კუნძული იტურუპი
კუნძული იტურუპი

ტოკიო სამხრეთ კურილის კუნძულებს ოფიციალურად უწოდებს უკანონო ოკუპაციის ქვეშ მყოფ იაპონიის მშობლიურ ტერიტორიას." აღნიშნულ ფორმულირებას შეიცავს "დიპლომატიის შესახებ ლურჯი წიგნის" ახალი გამოცემის პროექტი, რომელიც საგარეო პოლიტიკის შესახებ იაპონიის მთავრობის ცნობარს წარმოადგენს. ამის შესახებ 31 მარტს სააგენტომ, „კიოდო ცუშინი“, განაცხადა.

იაპონია პრეტენზიას აცხადებს კურილის ქედის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპზე, შიკოტანზე, კუნაშირსა და ჰაბომაიზე. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ეს ტერიტორიები ანექსირებული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, რომელმაც ადგილობრივი იაპონელები იქიდან იძულებით გაასახლა. 1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა.

2003 წლამდე იაპონიის დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "უკანონოდ ოკუპირებულს", ხოლო 2012 წლიდან კი "მშობლიურ მიწებად" მოიხსენიებდა. მაგრამ 2012 წლიდან იაპონიის ხელისუფლება ასეთი ფორმულირების ხმარებას თავს არიდებდა იმის იმედით, რომ რუსეთთან შეძლებდა კომპრომისის გამონახვას.

2022 წლის მარტის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ, პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს "მშობლიური იაპონური" უწოდა. მოგვიანებით, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ისინი " უკანონოდ იყო ოკუპირებული." ამის შემდეგ მოსკოვმა პრაქტიკულად შეწყვიტა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG