Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში ნავთობტერმინალი იწვის


რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე იერიში უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს. მისი განმარტებით, ვერტმფრენები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში.

BBC-ის ცნობით, გუბერნატორი ვერ პასუხობს, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრენებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემების თავის არიდებით რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის გამო, რომელიც ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩნდა, ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინაში განცხადება ბელგოროდში ნავთობტერმინალზე შესაძლო იერიშის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ხარკოვიდან კი 60 კილომეტრში მდებარეობს.

იუწყებიან, რომ ნავთობის ტერმინალში ამჟამად ძლიერი ხანძარია. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG