Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პასუხი ბელგოროდის ხანძარზე: უკრაინა პასუხისმგებელი არაა რუსეთის ტერიტორიაზე ყველა კატასტროფაზე


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდ მოტუზიანიკი გამოეხმაურა რუსეთის ბრალდებებს ბელგოროდის ნავთობბაზაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. რუსული მხარის მტკიცებით, ბაზაზე ხანძარი უკრაინული ვერტმფრენებიდან განხორციელებული იერიშის შედეგად გაჩნდა.

"უკრაინას არ ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის, ბელგოროდის ნავთობბაზაზე მომხდარ ხანძარზე", - განაცხადა მოტუზიანიკმა 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მედიასთან საუბარში.

„მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის სახელმწიფო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს. და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა არასწორ გათვლაზე, ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე, რომელიც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. პირველად არ ვხედავთ მსგავს ბრალდებებს, ამიტომ არც დავადასტურებ ამ ინფორმაციას და არც უარვყოფ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების სპიკერმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვა გაავრცელა ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე, რომელშიც თქვა, რომ დილიდან ესმის საუბარი იმის შესახებ, რომ ბელგოროდში რაღაც აფეთქდა, „რაღაც პანიკა აქვთ".

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს - თავდაცვით ბრძოლას აწარმოებენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

იმაზე კი, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. როგორც ჩანს, მათ უნდა გაარკვიონ, რა მოხდა ბელგოროდში - იქნება ვიღაცამ არასწორ ადგილას მოწია [სიგარეტი] ან რაიმე სხვა. იქნებ რუსი სამხედროები ბრძანებებს ხელმისაწვდომი მეთოდებით უცხადებენ საბოტაჟს, არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. მათთან ყველა კითხვა“, - ამბობს არესტოვიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG