Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორინავირუსით გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 343 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 260, „პისიარ“ ტესტით – 1 083.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:

  • დღიური – 2.03%;
  • ბოლო შვიდი დღის – 2.44%;
  • ბოლო 14 დღის – 3.04%;


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 005 შემთხვევაა გამოვლენილი, პანდემიის დროს დაიღუპა 16 751 ინფიცირებული.

კვლავ დაბალია ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა. გასული 24 საათის განმავლობაში აიცრა მხოლოდ 240 ადამიანი.

XS
SM
MD
LG