ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 14 საარჩევნო უბნის ელექტრონული მონაცემების დათვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბათუმის შუალედურ არჩევნებში 69 % (7 190 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.
„ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31 % (3233 ხმა) მიიღო.
ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა 51,3 %-მა მისცა ხმა.
ამომრჩეველთა 29 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რუსთავსა და გარდაბანში.