Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


23 წლის ქართველმა მოჭიდავემ 63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელი ტელეჰ მამადოვი დაამარცხა.
23 წლის ქართველმა მოჭიდავემ 63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელი ტელეჰ მამადოვი დაამარცხა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველმა მოჭიდავემ 63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელი ტელეჰ მამადოვი დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ევროპირველობაზე ათი წონითი კატეგორიიდან ჯერ ხუთში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და აქედან სამში კვარცხლბეკზე ქართველებიც ავიდნენ. ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ფინალში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა.

3 აპრილს მედლები დარჩენილ ხუთ წონაში გათამაშდება. უკვე გაიმართა წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები და ფინალში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გავიდა: შმაგი და გელა ბოლქვაძეები, 72 და 82 კილოგრამებში. რამაზ ზოიძე (67 კგ) კი ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში მესამე საპრიზო ადგილს დაიკავებს.

XS
SM
MD
LG