Accessibility links

site logo site logo

ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩიდან“ ცოტნე კობერიძე


ბათუმში დააკავეს ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“.

„[პრემიერ-მინისტრმა] ღარიბაშვილმა გამოიარა. ცოტნე ვიდეოს იღებდა და მონა დაუძახა. ამის შემდეგ დააკავეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობერიძის მეგობარი, რომელიც ესწრებოდა მის დაკავებას.

ვიდეოში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს, ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი მოითხოვს კობერიძისგან მანქანაში ჩაჯდომას. კობერიძე განმარტებას ითხოვს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით სვამენ „ჰონდას“ მარკის მანქანაში. მას ეუბნებიან, რომ აკავებენ ადმინისტრაციული წესით, თუმცა რომელი მუხლით, არ აკონკრეტებენ.

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG