Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის ქალაქ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 410 ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც რუსულმა ჯარებმა დატოვეს.

კიევის რეგიონიდან, განსაკუთრებით კი ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ფოტოებს, რომლებიც რიგითი მოქალაქეების ცხედრებს აჩვენებენ, მოჰყვა გლობალური აღშფოთება და დაგმობა მსოფლიო ლიდერების მხრიდან.

უკრაინული მხარე, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რუსებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები უკრაინაში. რუსეთმა მტკიცედ უარყოს ამ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG