Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საომარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რომელსაც ბაიდენმა უწოდა ომის დამნაშავე და აღნიშნა, რომ აპირებს ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ.

„ეს კაცი სასტიკია... ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ქალაქი ბუჩა, სადაც, გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარმა ათობით მშვიდობიანი მცხოვრები დახოცა.

4 აპრილს, თეთრი სახლის წინ სიტყვით გამოსვლის დროს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აუცილებელია უფრო მეტი მტკიცებულების შეგროვება, რომლებიც სამხედრო დანაშაულის გამოძიების პროცესში იქნება გამოყენებული.

ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც აშშ-ის მოსაზრებას „მშვენიერს" უწოდებს და მოუწოდებს, რომ გამოძიება დაიწყონ იუგოსლავიის დაბომბვითა და ერაყის ოკუპაციით.

„შესაძლოა მოიძებნონ ასევე სრებრენიცაში მოწყობილი დადგმების მთავარი რეჟისორები. და, რა თქმა უნდა, ამერიკის ოფიციალური პირების მფარველობით კოსოვოში ორგანოებით ვაჭრობა. როგორც კი ამას მორჩებიან, ეგრევე შეუძლიათ ხელი მოჰკიდონ იაპონიის ბირთვულ დაბომბვას“, - წერს ზახაროვა თავის ფეისბუკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG