Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია 15 რუს დიპლომატს აძევებს


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდზე დაყრდნობით იტყობინება. მინისტრის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკრაინის ქალაქ ბუჩის მცხოვრებთა დახოცვისა და მათი მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომას გამოიყენებს რუსეთის ფედერაციაში დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ.

ერთი დღით ადრე, გერმანიამ ბერლინში რუსეთის დიპლომატიური მისიის 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გაძევება საფრანგეთმაც გადაწყვიტა. ფრანგული მედიის ცნობით, ქვეყნის დატოვება 30-მდე ადამიანს მოუწევს. პარიზი მიიჩნევს, რომ რუსების ქმედება ეწინააღმდეგება საფრანგეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

მანამდე უფრო შორს წავიდა ლიეტუვა, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტა, რაც ნიშნავს მოსკოვიდან ლიეტუვის ელჩის გაწვევას და - პირიქით. ლიეტუვის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება ლატვიამაც გამოაცხადა.

რუსეთი ამ ქვეყნებს საპასუხო ზომების მიღებას დაჰპირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG