Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას 100 მლნ დოლარის ღირებულების „ჯაველინებს“ მიაწვდის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევენ. დახმარება ითვალისწინებს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიწოდებას.

„ჯაველინების“ ეს პარტია იქნება აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გაწეული დახმარების მეექვსე პაკეტი აგვისტოს შემდეგ.

რაც შეეხება რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის ღირებულებას, ის 1.7 მლრდ დოლარს შეადგენს.

შეიარაღებით დახმარების თაობაზე 24 მარტს ნატოს წვერ სახელმწიფოებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, 1%. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - თქვა მაშინ ზელენსკიმ.

5 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ უკრაინის ჩრდილოეთს და ხდება მათი გადაჯგუფება და ხელახლა შეიარაღება. ამის შემდეგ მათი მთავარი იერიში მიმართული იქნება ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რათა დაიკავონ მთელი დონბასი, სადაც უკრაინას ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარები ჰყავს.

ნატომ ამ პერიოდში უნდა მოასწროს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა, რათა კიევმა მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედება. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებაზე საუბარი.

XS
SM
MD
LG