Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება პუტინის შესაჩერებლად ნავთობსა და გაზზე ემბარგოს შემოღების აუცილებლობას ხედავს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე ეხმაურება რუსეთისადმი ევროკავშირის გამკაცრებული სანქციების მე-5 პაკეტის პირობებს. მადლიერებასთან ერთად კულება წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის შესაჩერებლად მის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ბანკების საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან გათიშვაა აუცილებელი.

მივესალმები ევროკავშირის მიერ სანქციების მეხუთე პაკეტის გაძლიერებას, რუსული ქვანახშირის აკრძალვას, რუსული ხომალდების ევროკავშირის პორტებში შესვლის და საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორების აკრძალვას. მაგრამ პუტინის შეჩერებას გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გათიშვა დასჭირდება. მძიმე დროება მოითხოვს რთულ გადაწყვეტილებებს“, - წერს კულება ტვიტერზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთისადმი სანქციები უკანასკნელი არ იქნება. ეს მან ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტზე საუბრისას აღნიშნა.

მისი სიტყვებით, გარკვეულ მომენტში ევროკავშირს მოუწევს რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა, რათა რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე აგოს პასუხი და შეწყვიტოს ომი.

XS
SM
MD
LG