სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პაპუაშვილმა და გარეგინ მეორემ შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო კულტურის სფეროში 2022-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას.
შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.
სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.