Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა უკრაინაში - სადაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს შეიჭრა, კრემლის ფრაზით "საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დროისთვის ყველაზე ბოლოს, 25 მარტს განაცხადა, რომ კამპანიის დაწყებიდან დაიღუპა 1351 რუსი ჯარისკაცი, დაიჭრა 3825 სამხედრო.

ორი დღით გვიან გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, დაღუპულია სულ მცირე 10 000 რუსი ჯარისკაცი.

"დიდი სამხედრო დანაკარგი გვაქვს", - უთხრა პესკოვმა ბრიტანულ არხს, Sky News-ს, ინტერვიუში და დასძინა: "ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა".

გაერო აცხადებს, რომ დადასტურებულია ათასზე ბევრად მეტი სამოქალაქო პირის სიკვდილი, თუმცა რეალური მონაცემი, დიდი ალბათობით, ამ რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG