Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FOX news-ის გადარჩენილი ჟურნალისტი კლინიკიდან ფოტოს ავრცელებს


ამერიკული ტელეარხის, FOX news-ის, ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი.

ამერიკული ტელეარხის, FOX news-ის, ჟურნალისტმა ბენჯამინ ჰოლმა, რომელიც სამი კვირის წინ უკრაინაში სიკვდილს გადაურჩა, საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გაავრცელა ტვიტერის გვერდზე. ჟურნალისტი მიღებულ ტრავმებს და ჩატარებულ ოპერაციებს ჩამოთვლის და ყველას მადლობას უხდის, ვინც მისი სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნა.

15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად სოფელ გორენკაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა და ამერიკული ტელეარხის, Fox news-ის, ფოტოგრაფი პიერ ზაკრზევსკი, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი კი მძიმედ დაიჭრა.

„რომ შევაჯამო, დავკარგე ერთი ფეხის ნახევარი და მეორე ფეხის ტერფი, ხელის ერთ მტევანს ნაწილებისგან აწყობენ, ცალი თვალიდან ვერ ვხედავ და საკმაოდ დაზიანებული მაქვს სმენა, მაგრამ ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ, ახლა აქ რომ ვარ და ისაა საოცარი ხალხი, ვინც მე აქ მომიყვანა", - ამბობს ჰოლი.

ის უკრაინის საომარი მოქმედებების ზონიდან ჯერ კიევის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ გერმანიის კლინიკაში, მოგვიანებით კი აშშ-ის ტეხასის მთავარ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მრავალი ოპერაცია ჩაუტარდა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვლიდან წარმოებულ ომს ამ დრომდე 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG