Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნის გამო უნდა დავიცვათ თავისუფლება, რომელიც საფრთხეშია


"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მედიასთან განაცხადა, რომ დღეს ყველას ვალია, 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების და მრავალი თაობის ხსოვნის გამო დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომელიც, მისი შეფასებით, „საფრთხეშია“.

„ეს დღე არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე, ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალთან.

მისი სიტყვებით, ის „სასტიკი და ამაზრზენი ბოროტება“, რომელსაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ, დღეს კვლავ საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას და ეს იგივე ბოროტებაა, ვინც დღეს უკრაინაში სჩადის იმავე ამაზრზენ დანაშაულებს.

„ამიტომ ჩვენი ვალია, 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების და მრავალი თაობის ხსოვნის გამო დავიცვათ დღეს ჩვენი თავისუფლება, რომელიც საფრთხეშია და ის ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა, ბოლომდე უნდა წელში გადატყდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან, ტრადიციულად, მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ მოქალაქეები და 33 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებდნენ. დილიდან რუსთაველის გამზირზე დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG