Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ისევ კიევიდან იმუშავებს

ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას ისევ კიევიდან გააგრძელებს.

„ამ ვიზიტით ევროკავშირი ბრუნდება კიევში. სიტყვასიტყვით ვგულისხმობ ამას: ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი დაბრუნდა აქ, რათა ჩვენ უფრო უშუალოდ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი მატი მაასიკასი თან ახლდა უმაღლეს წარმომადგენელს ბორელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს პარასკევს კიევში მათი ერთობლივი ვიზიტის დროს.

„მიუხედავად ძალიან რთული ვითარებისა. ჩვენი დელეგაციის დაბრუნება კიევში უზრუნველყოფს კიდევ უფრო უკეთეს ურთიერთობას მთავრობასთან და მეტ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის“, - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია დროებით ევაკუირებული იყო კიევიდან და ის მუშაობას აგრძელებდა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვიდან.

XS
SM
MD
LG