Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკის მმართველი: რუსეთისგან ცეცხლის გაძლიერების ფონზე საჭიროა მეტი ხალხის ევაკუაცია


მოსახლეობის ევაკუაცია, სევეროდონეცკი, ლუგანსკის რეგიონი. 7 აპრილი, 2022 წ.
მოსახლეობის ევაკუაცია, სევეროდონეცკი, ლუგანსკის რეგიონი. 7 აპრილი, 2022 წ.

აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის რეგიონიდან მეტი ხალხის ევაკუაციაა საჭირო, იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში გახშირდა სროლა და იქ რუსეთის დამატებითი სამხედროები ჩადიან, - აცხადებს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერჰი ჰეიდეი 9 აპრილს.

მისი თქმით, მოსახლეობის 30 პროცენტამდე კვლავ ადგილზე რჩება რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში, და მათ ევაკუაციის თხოვნით მიმართეს. "ისინი [რუსეთი] ძალების კონცენტრირებას ახორციელებენ თავდასხმისთვის და ვხედავთ, რომ ცეცხლიც გახშირდა", - უთხრა ჰეიდეიმ უკრაინის ტელევიზიას.

უკრაინა გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ინტენსიური თავდასხმებისთვის ემზადება, მას მერე, რაც ძალები გაიყვანა კიევიდან ჩრდილოეთით მდებარე არეალებიდან.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აპრილს, თავის ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ რუსეთი თავისი შეტევის კონცენტრირებას აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში ახდენს, მათ შორის რაკეტებით, რომელსაც მისი საზღვაო ხომალდებიდან ისვრიან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ საჰაერო თავდასხმები გახშირდება სამხრეთით და აღმოსავლეთით, რადგან რუსეთი ცდილობს სახმელეთო ხიდის შექმნას მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმსა და დონბასს შორის - თუმცა უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ მის წინსვლას.

XS
SM
MD
LG