Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავის კონფერენციის დონორები 10 მილიარდამდე დოლარს გაიღებენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად



უკრაინელი ლტოლვილები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, მარტი, 2022
უკრაინელი ლტოლვილები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, მარტი, 2022

ვარშავაში გამართული დონორთა კონფერენციის მონაწილეები გამოვიდნენ პირობით, რომ 10 მილიარდამდე დოლარს გაიღებენ დონაციის, სესხების და გრანტების ფორმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ომს გამოქცეული ლტოლვილების და ამ ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად.

9 აპრილს გამოთქმული დაპირებები მოიცავს დაფინანსებას მთავრობების, კომპანიების, და ცალკეული პირების მხრიდან.

კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა იყო პოლონეთი, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა, ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. ფონ დერ ლაიენი კონფერენციაზე უშუალოდ იმყოფებოდა, ტრუდო კი ვიდეოთი ჩაერთო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო 9 აპრილს აცხადებდა, რომ თავისი ქვეყანა დატოვა 4,4 მილიონ უკრაინელზე მეტმა, მას მერე, რაც 24 თებერვალს ქვეყანაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა რუსეთი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში წარმოადგენს ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ ნაკადს.

XS
SM
MD
LG