Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებულია დნეპრის აეროპორტი


დნიპრო, 12 მარტი.
დნიპრო, 12 მარტი.

რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურებულია დნეპრის აეროპორტი. ინფორმაციას ავრცელებს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება:

„მისგან უკვე არაფერია დარჩენილი. აეროპორტი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ რაკეტები კვლავ დაფრინავენ“, - ამბობს რეზნიჩენკო.

აეროპორტის დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა უმაღლესი რადის დეპუტატი ლესია ვასილენკო. ის “ტვიტერში” წერს, რომ რუსი ოკუპანტების ბოლო საჰაერო დარტყმამ „არ დატოვა ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გარშემო ყველაფერი გაანადგურა“.

ვასილენკოს თქმით, დნეპრის აეროპორტი გასულ წელს განახლდა, ხოლო მორიგი სარაკეტო შეტევის გამო „ყველა ინვესტიცია და ძალისხმევა სრულიად ჩაიშალა“.

დნეპრის აეროპორტზე რუსულმა არმიამ რამდენჯერმე მიიტანა იერიში. 15 მარტს განხორციელებული შეტევისას დაზიანდა ტერმინალის შენობა.

XS
SM
MD
LG