Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენერგოატომი": რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ჩერნობილში იყვნენ, რადიაციული ავადმყოფობა ელით


უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, "ენერგოატომის", ხელმძღვანელის, პიოტრ კოტინის განცხადებით, რუს ჯარისკაცებს, რომლებიც აკრძალულ ზონაში, წითურ ტყეში, სანგრებს თხრიდნენ და საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდნენ, სხვადასხვა ხარისხის რადიაციული ავადმყოფობა ელით.

ამასთანავე, უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილიდან სასიკვდილო ნივთიერება მოიპარეს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მართვაზე პასუხისმგებელი უკრაინის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთაც უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ეკავათ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, კვლევითი ლაბორატორიებიდან წაიღეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც მათი მოკვლა შეუძლია.

ინფორმაციას სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეკოცენტრის კვლევითი ბაზის საწყობიდან 133 ერთეული რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

სააგენტოს განმარტებით, „არაპროფესიონალური და არაკონტროლირებადი მოპყრობის“ შემთხვევაში, რადიოაქტიური ნივთიერება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.

ამ დროისათვის, მოპარული რადიოაქტიური ნივთიერების ადგილსამყოფელი უცნობია.

რუსული ჯარების უმეტესობამ, რომელთაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, გაუქმებული ელექტროსადგური 31 მარტს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG