Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქმიანობა სრულად შეწყვიტეს Societe Generale-მა და Ericsson-მა


რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ფოტო-ილუსტრაცია

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთში საქმიანობა სრულად შეწყვიტეს ფრანგულმა საფინანსო ჯგუფმა Societe Generale-მა და შვედურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson-მა.

ფრანგული ჯგუფი, რომელიც რუსეთში საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას 1993 წლიდან ეწეოდა, „როსბანკ“-ში საკუთარ წილს მიჰყიდის რუსულ საფინანსო ჯგუფს, „ინტერროს“. შვედურმა კომპანიამ რუსეთისთვის ახალი ტექნიკის მიწოდება ჯერ კიდევ თებერვალში შეწყვიტა, ახლა კი, მომსახურება მთლიანად შეაჩერა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსული ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG