Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ომში გადასარჩენად უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე. სეული, 11 აპრილი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე. სეული, 11 აპრილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას უცხოეთიდან მეტი დახმარება სჭირდება საიმისოდ, რომ გადარჩეს ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის წინააღმდეგ.

11 აპრილს სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე ვიდეოკავშირით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი არ შეაჩერებს თებერვლის ბოლოს დაწყებულ ინტერვენციას, თუკი მას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აიძულებს.

მან დასძინა, რომ რუსეთი ამჟამად ათასობით ჯარისკაცს უყრის თავს აღმოსავლეთ უკრაინაში შემდეგი იერიშის წამოსაწყებად, მას მერე, რაც ინფრასტრუქტურის ასობით ობიექტი გაანადგურა მთელს უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის მინიმუმ 300 დაწესებულება.

რუსეთის ჯარები განაგრძობენ იერიშს უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის ასაღებად. ამ ტერიტორიების დაკავებით რუსეთი შეძლებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთში მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებას.

XS
SM
MD
LG