Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 23 138 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 392 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 131​.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

12 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.69%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.53%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.82%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 651 969შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 779 ადამიანი.

XS
SM
MD
LG