Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა


ნიუ-იორკი. პოლიცია მუშაობს მეტროს სადგურთან, მომხდარი სროლის შემდეგ.

ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.

პოლიციამ შეტყობინება მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანების გამო მიიღო. მედიის ცნობით, შემთხვევა დილის პიკის საათის დროს მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG