Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ არ ისურვა შტაინმაიერის ჩასვლა კიევში

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ არ ისურვა კიევში მისი ვიზიტი. მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა შტაინმაიერის პოლიტიკა რუსეთის მიმართ.

შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად, რაც „უკრაინის მიმართ სოლიდარობის ძლიერი სიგნალი“ უნდა ყოფილიყო, თქვა მან ვარშავაში ვიზიტისას.

„ამისთვის მზად ვიყავი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არ ისურვეს კიევში“, - დასძინა მან დეტალებზე საუბრის გარეშე.

გერმანული გაზეთი Bild-ი სამშაბათს იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო შტაინმაიერის გეგმები კიევში ვიზიტის თაობაზე, რაც აიხსნება უკანასკნელ წლებში შტაინმაიერის ახლო ურთიერთობებით რუსეთთან და იმ მხარდაჭერით, რაც მან აღმოუჩინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილ გაზსადენს - პროექტს, რომლის მეშვეობითაც გერმანიას პირდაპირ რუსეთიდან, უკრაინისთვის გვერდის ავლით უნდა მიეღო გაზი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შტაინმაიერმა სინანული გამოთქვა, რომ მხარს უჭერდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შტაინმაიერი კიევში არ ჩადის, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „გერმანია იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკიცე მხარდამჭერი... და ასეთად დარჩება.“

XS
SM
MD
LG