Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი გეგმავს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებას


რუსული ჯავშანმანქანა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის აპრილი.
რუსული ჯავშანმანქანა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის აპრილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 26 აპრილამდე გამოაცხადა ტერორისტული საფრთხის ე.წ. ყვითელი დონე, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის დამატებითი სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გადაადგილების ორგანიზებას.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 13 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რაც შეეხება ალყაში მოქცეულ მარიუპოლს, უკრაინის გენშტაბის თანახმად, საავიაციო დარტყმებთან ერთად რუსული ძალები განაგრძობენ შეტევას მეტალურგიული კომპლექსის, „აზოვსტალ“-ის და საზღვაო პორტის რაიონებში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG