Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა 206 ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან და ვიქტორ მედვედჩუკი


დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა 206 ფიზიკური და იურიდიული პირი რუსეთიდან. სხვებთან ერთად მათ შორის არიან „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიფ ალეკპეროვი, სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ ევტუშენკოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ცნობილი ჰოკეისტი ვიაჩესლავ ფეტისოვი. გარდა ამისა, შემზღუდავ სიაში მოხვდა პრორუსული ორიენტაციის უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც გუშინ დააპატიმრეს უკრაინის სპეცსამსახურებმა.

ყველას, ვინც სიაში შეიყვანეს, გაუყინავენ აქტივებს. გარდა ამისა, იკრძალება მათთან საქმიანი გარიგებები, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რამდენჯერმე გააფართოვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვების სია. კერძოდ, ლონდონმა ემბარგო დააწესა რუსეთის ენერგორესურსებზე. გარდა ამისა, სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილები.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგები აღიარებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები შემოიღეს, მაგრამ აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს ზეწოლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG