Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩადის


ირლანდიის საგარეო საქმეა მინისტრი საიმონ კოვენი დუბლინში, 2020 წლის აპრილი.
ირლანდიის საგარეო საქმეა მინისტრი საიმონ კოვენი დუბლინში, 2020 წლის აპრილი.

14 აპრილს ირლანდიის საგარეო საქმეა მინისტრი საიმონ კოვენი კიევში ჩავა და იქ მოლაპარაკება ექნება მასპინძლებთან, უკრაინისთვის თავისი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერის გარშემო.

კოვენი ესტუმრება ქალაქის იმ ნაწილებს, რომლებიც განსაკუთრებით დაშავდა რუსეთის შეჭრის შედეგად და შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას, ასევე თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.

ირლანდიის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში წერია: "უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკება შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლია ირლანდიას აღმოუჩინოს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, მხარში დაუდგეს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, ევროკავშირის შემდგომი სანქციების დაწესებაში და სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში".

XS
SM
MD
LG