გერმანიაში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ქვეყნის ცხრა მხარეში, სულ 20 ობიექტზე, რომლებიც უკავშირდებოდა ექსტრემისტული ჩეტ-ჯგუფის წევრებს.
ისინი, სავარაუდოდ, გეგმავდნენ აფეთქებების მოწყობას და ცნობილი პირების გატაცებას. ქალაქ კობლენცის პროკურორის თანახმად, ჩხრეკასა და დაკავებებში მონაწილეობდა პოლიციის 270 თანამშრომელი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმი. რეიდების სამიზნეს წარმომადგენდა 40-50 წლის ასაკის ხუთი პირი. მათ ბრალად ედებათ ძალადობრივი თავდასხმების მოწყობის მომზადება, რომლებიც მთავრობას უქმნის საფრთხეს და იარაღის შესახებ კანონის დარღვევა.
ჩხრეკის დროს აღმოჩენილია იარაღი, ამუნიცია, ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ვერცხლის მონეტები. დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი.
ჩეტ-ჯგუფის, "Vereinte Patrioten-ის" (გაერთიანებული პატრიოტები) წევრები გეგმავდნენ ენერგომომარაგების ობიექტების განადგურებას, რათა გამოეწვიათ ელექტროენერგიის გამორთვა მთელ ქვეყანაში და „სამოქალაქო ომის მსგავსი ვითარების შექმნა“ - იტყობინება რაინლანდ-ფალცის პროკურატურა.
ჯგუფის მიმართ გამოძიება შარშან ოქტომბერში დაიწყო.